воскресенье, 25 октября 2009 г.

"ამის დამადასტურებელი ფაქტი დიპლომების გარდა ჩემი 40.000 პაციენტია"



ახალი მედია სკანდალი!


 გაზეთი "კვირის პალიტრა" ირწმუნება რომ ცნობილი ქართველი პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია ქვეყნიდან გაიქცა და სრული სერიოზულობით ამხელს მას თაღლითობაში.
სტატია შეგიძლიათ და აუცილებლად უნდა წაიკითხოთ აქ:

სად გაქრა ქართული პარაფსიქოლოგიის მამა?     (click)

ფრაზა წერილიდან:
"მე სასწაულის მჯერა. მჯერა, რომ ხატს მირონი და ზეთი მოსდის, მაგრამ ის, რომ ადამიანს სხეულიდან მირონის დენა დაეწყოს, ამის არ მჯერა..."

-------

ამ ურწმუნო სტატიის პასუხად არ დააყოვნა უკრაინაში მყოფი პარაფსიქოლოგიის მამის სკანდალურმა პასუხმაც.





რამდენიმე ფრაზა ინტერვიუდან:


"დავიწყოთ იმით, რომ ამ წერილის ავტორის დასაცინი ნამდვილად არ არის არც სენაკი და არც სენაკელი ბიჯი। არ მგონია თვითონ პარიზელი არისტოკრატი იყოს. მისგან განსხვავებით მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე. რაც შეეხება "პარაფსიქოლოგიის მამას" - ეს ტიტული, რომელიც ჩემთვის შეუფასებელი და საამაყოა, ხალხმა მომანიჭა."

"რაც შეეხება იეროგლიფებს და სხეულზე გამოსახულ ჯვრებს, კარგი იქნებოდა, რომ გაცნობოდა ჩემს სამეცნიერო ნაშრომს ,,სიცოცხლის წყურვილით~. რომელშიც ფოტოებზე ასახულია ყველაფერი."

"იქნებ ისიც უარყოს, რომ პარაფსიქოლოგიის სამეცნიერო და კვლევითი უნივერსიტეტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში საკმაოდ აპრობირებულია და რომელიც მე, სხვათაშორის, წითელ დიპლომზე მაქვს დამთავრებული და ამის დამადასტურებელი ფაქტი დიპლომების გარდა ჩემი 40.000 პაციენტია."


"მაგ. ქ-ნი ეთერ კაკულია რომელსაც თურმე ჩემი საქმიანობის არ სწამს." :))


"ნორმალურ ქვეყანაში თაღლითი და ფულის გამომძალვევი ადამიანი, რომელსაც თქვენი სიტყვებით დიდი ქონება გააჩნდა, საკუთარ ბინას და ავტომობილებს ბანკის სესხით არ შეიძენდა და მერე არ გაყიდდა। როდესაც საკუთარ ქვეყანაში ახალგაზრდა მეცნიერს სამჯერ გაიტაცებენ, ორჯერ მოსტაცებენ შვილს და ერთხელ მოწამლავენ-დამეთანხმება მკითხველი, რომ ასეთი ადამიანი ყოველთვის ეძებს გამოსავალს და ისეთ ქვეყანას, სადაც მისი ნიჭი სათანადოდ დაფასდება."  (შენიშვნა: თავის თავზე ამბობს)

"კლასიკური მედიცინის მუშაკზე გაიცემა ჯანდაცვის სამინისტროს ლიცენზია. არატრადიციული მედიცინა კი, რასაც პარაფსიქოლოგია ქვია, ლიცენზიას გასცემს საქართველოში, კერძოდ თბილისში ჭავჭავაძის I-ჩიხი #6 –ში არსებული დეპარტამენტის საპატენტო რეესტრის სექტორის უფროსი თ. ნანიკაშვილი, რომლის სახელწოდებაა - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი,, როგორც ერთადერთი დამაარსებელი პარაფსიქოლოგიური ცენტრის ამიერკავკასიაში, როგორც ბიო-ენერგეტიკოსი და ხომერიკის სკოლის ერთ-ერთი კურსდამთავრებული, გაცემულია ჩემზე ეს ლიცენზია."




პასუხი სრულიად შეგიძლიათ და აუცილებლად უნდა წაიკითხოთ აქ:



ირაკლი ლომაია "კვირის პალიტრას" სასამართლოში უჩივის



-----
ვინც ჯერ არ იცით ვინ არის ირაკლი ლომაია, შეგიძლიათ ესტუმროთ მის ვებ-საიტს:
http://lomaia.com/

ხოლო  აქ  შეგიძლიათ შეუკვეთოთ ზემოთნახსენები მეცნიერული ნაშრომი "სიცოცხლის წყურვილით" სულ რაღაც 65 დოლარად.



---------

p.s. მე მინდა აუცილებლად შეგახსენოთ ძვირფასო მკითხველებო
რომ ეს არ არის გამოგონილი ისტორიები, ეს არ არის გამოგონილი ბლოგი,
ეს ბლოგი თქვენი რეალობის, თქვენი სამყაროს, თქვენი თვალების სარკეა.

დარ
ით ჩვენთან
თუ გავიწყდებათ სად
ხოვრობთ :)

7 коммент.:

Alexander комментирует...

აუუუ, ვერ ვიტან შარლატანებს და თაღლითებს და ამაზე სულაც არ მეცინება (საქართველოში), თორემ თუ სადმე ბანტუსტანში ხდება ეს ამბავი, ასე არ ვინერვიულებდი :(

Next комментирует...

alexander მემგონი ძალიან არასწორი პოზიცია გაქვს:

1. ეს ბლოგი ქართულ კულტურაში დაგროვილი თრეშის და აბსურდის ანთოლოგიაა და არა უბრალოდ ხალხის დასაცინი გვერდი.
2. "სადმე ბანტუსტანში" ადამიანები არ ცხოვრობენ ?

:))

Alexander комментирует...

შევეცდები ავხსნა... თრეშზე მეცინება, აბა რა უნდა ვქანა, რაც აქამდე გქონდა აქ გამოქვეყნებული, მეცინებოდა ყველაფერზე..
ბანტუსტანს რაც შეეხება, არის ქვეყნები, სადაც შარლატანები პროფესიაა, კასტაა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ადამიანები ცხოვრობენ, მაგრამ იქ იმ დონის შარლატანებს არ ვგულისხმობდი, ვინც ნახევარ ქვეყანას ატყუებს და ამით უზარმაზარ ქონებას იხვეჭს. გარდა ამისა, ბევრ ბანტუსტანში შარლატანობის გარკეული სახეები ცხოვრების წესიცაა და მის გარეშე ბანტუსტანი ვეღარ იქნებოდა. ამ შემთხვევაში ნეგატიური დატვირთვით არ მიგულისხმია. ჩვენში კი ყოველი მეორე ადამიანი პირველის დაჩაგვრას, დამცირებას, გამოძალვას, მოტყუებას ცდილობს, და ეს იმ დროს, როცა თავი განათლებულ ერად და პატრიოტ ადამიანებად მოგვაქვს... გარდა ამისა, ქართული თაღლითობის მსხვერპლი გახლავართ უშუალოდ და ისეთი ადამიანის მხრიდან, ვისაც ეს არანაირად არ უნდა გაეკეთებინა, თორემ ბანტუსტანებში როცა ვყოფილვარ, იქაურები ვერაფერს დამაკლებდნენ, იმიტომ რომ ვიცოდი ვისტანაც მქონდა შეხება.. ვოტ...

Next комментирует...

ხო მაგრამ ირაკლი ლომაიაზე გაცილებით სერიოზული შარლატანები გვყოლია და გვყავს კულტურაშიც და პოლიტიკაშიც.
მათ შორის ირაკლი ყველაზე უწყინარი ბულკია.
არვიცი მე არ მჯერა "პარაფსიქოლოგიის მამის" 40.000 პაციენტის :D

და ეს "მედია სკანდალი" საშინლად აბსურდული მეჩვენება განსაკუთრებით თუ დააკვირდები რა არგუმენტებით "ესკანდალებიან" ერთმანეთს.
:D :))))

babisa комментирует...

lol
ai lomaia ro davikidot rogoricaa jandabas
mara ai es xalxi ram gadaria
lomaiaze uaress imsaxureben :D :D

anina комментирует...

ლოლ, სამეცნიერო ნაშრომს რომ ,,სიცოცხლის წყურვილით ” ჰქვია :D

lado комментирует...

Chemi azrit sulac ara sharlatani es adamiani radgan sharlatanebi tu gaiqcevian ukan ar brundebian da ra mougones aseti jorebi dauyares.faqtiurad es adamiani saqartveloshia da ragac logikurad ar jdeba.kviris palitra ragacas abuqebs.ashkarad asea.icit me mjera tu ara lomaiasi eg sxva saqmea magram amxela tyilis dabralebac ara misagebi.e.i gamovida rom kvilis palitram chven dagvabola da amit ubralod gazeti gayida.aba ar mesmis kaci tu martla gaiqca mashin ukan ratom dabrunda?ase ar iqcevian sharlatanebi.