четверг, 29 октября 2009 г.

ქართული კასეტა - დიზაინი #.1

ქართული მუსიკალური ალბომების ქავერ-დიზაინს რათქმაუნდა ცალკე რუბრიკა უნდა  დაეთმოს!









----------------------
ეს კი საქართველოს ერთერთი დღემდე მართლა ყველაზე საინტერესო ბოი ბენდი, 90-იანების ლეგენდარული "სახე":



რათქმაუნდა ეს არ არის ალბომის ქავერი მაგრამ ბოი ბენდის ფოტოა. :)


воскресенье, 25 октября 2009 г.

"ამის დამადასტურებელი ფაქტი დიპლომების გარდა ჩემი 40.000 პაციენტია"



ახალი მედია სკანდალი!


 გაზეთი "კვირის პალიტრა" ირწმუნება რომ ცნობილი ქართველი პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია ქვეყნიდან გაიქცა და სრული სერიოზულობით ამხელს მას თაღლითობაში.
სტატია შეგიძლიათ და აუცილებლად უნდა წაიკითხოთ აქ:

სად გაქრა ქართული პარაფსიქოლოგიის მამა?     (click)

ფრაზა წერილიდან:
"მე სასწაულის მჯერა. მჯერა, რომ ხატს მირონი და ზეთი მოსდის, მაგრამ ის, რომ ადამიანს სხეულიდან მირონის დენა დაეწყოს, ამის არ მჯერა..."

-------

ამ ურწმუნო სტატიის პასუხად არ დააყოვნა უკრაინაში მყოფი პარაფსიქოლოგიის მამის სკანდალურმა პასუხმაც.





რამდენიმე ფრაზა ინტერვიუდან:


"დავიწყოთ იმით, რომ ამ წერილის ავტორის დასაცინი ნამდვილად არ არის არც სენაკი და არც სენაკელი ბიჯი। არ მგონია თვითონ პარიზელი არისტოკრატი იყოს. მისგან განსხვავებით მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე. რაც შეეხება "პარაფსიქოლოგიის მამას" - ეს ტიტული, რომელიც ჩემთვის შეუფასებელი და საამაყოა, ხალხმა მომანიჭა."

"რაც შეეხება იეროგლიფებს და სხეულზე გამოსახულ ჯვრებს, კარგი იქნებოდა, რომ გაცნობოდა ჩემს სამეცნიერო ნაშრომს ,,სიცოცხლის წყურვილით~. რომელშიც ფოტოებზე ასახულია ყველაფერი."

"იქნებ ისიც უარყოს, რომ პარაფსიქოლოგიის სამეცნიერო და კვლევითი უნივერსიტეტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში საკმაოდ აპრობირებულია და რომელიც მე, სხვათაშორის, წითელ დიპლომზე მაქვს დამთავრებული და ამის დამადასტურებელი ფაქტი დიპლომების გარდა ჩემი 40.000 პაციენტია."


"მაგ. ქ-ნი ეთერ კაკულია რომელსაც თურმე ჩემი საქმიანობის არ სწამს." :))


"ნორმალურ ქვეყანაში თაღლითი და ფულის გამომძალვევი ადამიანი, რომელსაც თქვენი სიტყვებით დიდი ქონება გააჩნდა, საკუთარ ბინას და ავტომობილებს ბანკის სესხით არ შეიძენდა და მერე არ გაყიდდა। როდესაც საკუთარ ქვეყანაში ახალგაზრდა მეცნიერს სამჯერ გაიტაცებენ, ორჯერ მოსტაცებენ შვილს და ერთხელ მოწამლავენ-დამეთანხმება მკითხველი, რომ ასეთი ადამიანი ყოველთვის ეძებს გამოსავალს და ისეთ ქვეყანას, სადაც მისი ნიჭი სათანადოდ დაფასდება."  (შენიშვნა: თავის თავზე ამბობს)

"კლასიკური მედიცინის მუშაკზე გაიცემა ჯანდაცვის სამინისტროს ლიცენზია. არატრადიციული მედიცინა კი, რასაც პარაფსიქოლოგია ქვია, ლიცენზიას გასცემს საქართველოში, კერძოდ თბილისში ჭავჭავაძის I-ჩიხი #6 –ში არსებული დეპარტამენტის საპატენტო რეესტრის სექტორის უფროსი თ. ნანიკაშვილი, რომლის სახელწოდებაა - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი,, როგორც ერთადერთი დამაარსებელი პარაფსიქოლოგიური ცენტრის ამიერკავკასიაში, როგორც ბიო-ენერგეტიკოსი და ხომერიკის სკოლის ერთ-ერთი კურსდამთავრებული, გაცემულია ჩემზე ეს ლიცენზია."




პასუხი სრულიად შეგიძლიათ და აუცილებლად უნდა წაიკითხოთ აქ:



ირაკლი ლომაია "კვირის პალიტრას" სასამართლოში უჩივის



-----
ვინც ჯერ არ იცით ვინ არის ირაკლი ლომაია, შეგიძლიათ ესტუმროთ მის ვებ-საიტს:
http://lomaia.com/

ხოლო  აქ  შეგიძლიათ შეუკვეთოთ ზემოთნახსენები მეცნიერული ნაშრომი "სიცოცხლის წყურვილით" სულ რაღაც 65 დოლარად.



---------

p.s. მე მინდა აუცილებლად შეგახსენოთ ძვირფასო მკითხველებო
რომ ეს არ არის გამოგონილი ისტორიები, ეს არ არის გამოგონილი ბლოგი,
ეს ბლოგი თქვენი რეალობის, თქვენი სამყაროს, თქვენი თვალების სარკეა.

დარ
ით ჩვენთან
თუ გავიწყდებათ სად
ხოვრობთ :)

ფესტივალი

2009. 8 აგვისტო. ბათუმი.