суббота, 19 сентября 2009 г.

66-ე სახლი - სრულმეტრაჟიანი "უჟასი"

"ბოლკო სტუდიოს" მიერ გადაღებული გენიალური თრეშ-ჰორორ ფილმი (როგორც თვითონ სურათის შემქმნელები ეძახიან - "უჟასი") დამაინტრიგებელი სათაურით:
66-ე სახლი.

ფილმი მოგვითხრობს საშინელ ისტორიას მწერალზე, რომელიც პოემაზე მუშაობს (?) და ჭირდება განმარტოება სოფელში. ის იქირავებს სახლს რომლის ნომერია სამოცდაექვსი. სახლში შესვლამდე მწერალ იაკობს უცნაური სოფლელი ბიჭი გააფრთხილებს რომ ვინც იმ სახლში შედის - უკან აღარ გამოდის, თუმცა განათლებულ ქალაქელ მწერალ იაკობს არ ჯერა სოფლის ცრურწმენების და თავდაჯერებული ნაბიჯით შედის კოშმარულ სახლში...

დროში და განზომილებებში მოგზაურობა, ადამიანური ფსიქიკის ბნელი კუთხეები, გადატენილი იარაღი, თავსატეხი ქვესტები, მუტანტები და ვინმე ბნელი მაგის - პანუვრუსის ჯოჯოხეთური არმია - ყველა ეს მოვლენა ერთ ნახევარსაათიან ქართულ ფილმში.


Enjoy with pleasure


66 saxLi from nanulicha on Vimeo.

1 коммент.:

Ska комментирует...

axalgazrdebi kartuli kinos asayvaveblad bliad!