вторник, 19 мая 2009 г.

ერთი ჩოხოსანი პარლამენტის წინ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ჯვარზე გაეკვრება

ამ საოცარი ლინკისთვის მადლობა სანდროს

-----------------------

2009 წლის 15 05, პარასკევი - 18:11

საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო სააგენტოს თავმჯდომარე - პაატა თექთუმანიშვილი, რომელიც კვირის ბოლოს აპირებს ქუთაისში ჯვარი შეჭედოს და თავის თანამოაზრეებთან ერთად ფეხით თბილისში ჩამოიტანოს, აღმართოს პარლამენტის წინ და ზედ გაეკრას, უკვე ქუთაისშია. ჩვენი კორესპონდენტი მას დაუკავშირდა და ამ აქციასთან დაკავშირებული დეტალების გახმოვანება სთხოვა.

პაატა თექთუმანიშვილი:
_ ეს ჯვარი გაიმეორებს გოლგოთის ჯვრის ზომებს. ვინაიდან გვაქვს მოლოდინი, რომ სააკაშვილი ბოლო-ბოლო დაარბევს აქციას, გადავწყვიტეთ, ქუთაისში შევკრავთ ჯვარს და კვირის ბოლოს მოვიკიდებ ზურგზე ძელებისგან შეკრულ ჯვარს და წამოვიღებთ ფეხით თბილისისკენ. ამ ჯვრით ჩვენ დავიწყებთ სვლას და თუ ამაზე მშვიდობიანი ფორმა პროტესტის გამოხატვისა არსებობს, მაშინ მიგვითითონ. გადაიკეტება მთელი ტრასა თბილისამდე, მივიტანთ პარლამენტის შენობის წინ და მე გავეკვრები ჯვარზე იმ ჩოხით, რომელიც მაცვია. და ეს იქნება საქართველოს სიმბოლო, რომელიც გაეკვრება ჯვარზე. ამ ჯვარზე ვიქნები თოკებით გაკრული მანმადე, სანამ არ გადაგდება სააკაშვილი. თუ არ და მზად ვარ, თავი შევწირო.

_ ვიცით, რომ უცნობთან შეხვედრა გინდოდათ და უარი გითხრათ?

_ დიახ, ბაიას _ მის პრეს-ცენტრს დავუკავშირდით და გია ახლა ცუდად არის დ ავერ მიგიღებთო. უბრალოდ, გვინდოდა საზოგადოებისთვის გვეუწყებინა ჩვენი ამ აქციის შესახებ. არ შეგხვდა და არც არის პრობლემა, ჩვენ არავის არ ვეხვეწებით. ჩვენ ჩვენი გზა ავირჩიეთ და იმას მივყვებით.

_ არ გეჩვენებათ, რომ საპატრიარქოს ამაზე ექნება არაერთგვაროვანი რეაქცია?

_ ვიცი, რომ დამიშლიან, ამიტომ არ ვეკითხები. იმიტომ რომ დამიშალონ, ბუნებრივია მათ წინააღმდეგ ვერ წავალ და ვეღარ გადავდგამ ამ ნაბიჯს. ძველი სატახტო ქალაქიდან მოვდივართ ახალ სატახტო ქალაქში. წარმართული საქართველოდან ქრისტიანულ საქართველომდე. არ გვინდა ხოცვა-ჟლეტა, ეს ქვეყანა უნდა გადარჩეს, ოღონდ სააკაშვილის გარეშე.

1 коммент.:

Alexander комментирует...

თუ არ ვცდები ფილიპინებში აქვთ კარგი ტრადიცია ყოველ წითელ პარასკევს ეკვრებიან ხოლმე ჯვარზე ადგილობრივ ეროვნულ ტანსაცმელში ან მის გარეშეც ჯვრებზე და კიდევ ბევრ სხვა რამესაც აკეთებენ. ასე რომ მხარს ვუჭერ! წინ საქართველოვ, ფილიპინებისკენ!!! რად გვინდა ევროპა, ამერიკა ხომ დაუნების ქვეყანაა, ჩვენთვის მისაღები მოდელია ფილიფინები და კორასონ აკინო (რას ვერჩი ამ საწყალ ქალს...)