"აი ემ ვერი ქრეიზი გიოოოოოლ.."
კომენტარს არ საჭიროებს. ჩართეთ და დატკბით. :ემანსიპაცია და სექსუალური რევოლუცია ქართულად:
понедельник, 16 ноября 2009 г.
Crazy
Автор: Next на 05:32 2 коммент.
Ярлыки: თრეში, სექსი, ქართული თრეში, ქრეიზი
კომპოზიტორი ზურაბ ჩინჩალაძე
შეგიძლიათ ესტუმროთ ორენოვან საიტს, დაქაჩოთ ზურაბ ჩინჩალაძის მიერ გია სურამელაშვილისთვის და სხვათათვის დაწერილი მუსიკა, დაათვალიეროთ ზურაბის ალბომების გარეკანები და მისი ფოტოალბომი.
გენიალური წყაროა.
ლინკისთვის სპეციალური მადლობა მის პირველაღმომჩენს - პატივეცემულ ამხანაგ კორვინას.





გენიალური თრეშ კლიპი "პაპარაცი"
Автор: Next на 04:38 2 коммент.
Ярлыки: გია ჩინჩალაძე, თრეში, პაპარაცი, ქართული თრეში
четверг, 29 октября 2009 г.
ქართული კასეტა - დიზაინი #.1
ქართული მუსიკალური ალბომების ქავერ-დიზაინს რათქმაუნდა ცალკე რუბრიკა უნდა დაეთმოს!
----------------------
ეს კი საქართველოს ერთერთი დღემდე მართლა ყველაზე საინტერესო ბოი ბენდი, 90-იანების ლეგენდარული "სახე":
რათქმაუნდა ეს არ არის ალბომის ქავერი მაგრამ ბოი ბენდის ფოტოა. :)
Автор: Offline Network на 03:44 0 коммент.
Ярлыки: დიზაინი, ესტრადა, მოდა, ქავერი, ქართული კასეტა
воскресенье, 25 октября 2009 г.
"ამის დამადასტურებელი ფაქტი დიპლომების გარდა ჩემი 40.000 პაციენტია"
სტატია შეგიძლიათ და აუცილებლად უნდა წაიკითხოთ აქ:
სად გაქრა ქართული პარაფსიქოლოგიის მამა? (click)
ფრაზა წერილიდან:
"მე სასწაულის მჯერა. მჯერა, რომ ხატს მირონი და ზეთი მოსდის, მაგრამ ის, რომ ადამიანს სხეულიდან მირონის დენა დაეწყოს, ამის არ მჯერა..."
-------
ამ ურწმუნო სტატიის პასუხად არ დააყოვნა უკრაინაში მყოფი პარაფსიქოლოგიის მამის სკანდალურმა პასუხმაც.
რამდენიმე ფრაზა ინტერვიუდან:
"დავიწყოთ იმით, რომ ამ წერილის ავტორის დასაცინი ნამდვილად არ არის არც სენაკი და არც სენაკელი ბიჯი। არ მგონია თვითონ პარიზელი არისტოკრატი იყოს. მისგან განსხვავებით მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე. რაც შეეხება "პარაფსიქოლოგიის მამას" - ეს ტიტული, რომელიც ჩემთვის შეუფასებელი და საამაყოა, ხალხმა მომანიჭა."
"რაც შეეხება იეროგლიფებს და სხეულზე გამოსახულ ჯვრებს, კარგი იქნებოდა, რომ გაცნობოდა ჩემს სამეცნიერო ნაშრომს ,,სიცოცხლის წყურვილით~. რომელშიც ფოტოებზე ასახულია ყველაფერი."
"იქნებ ისიც უარყოს, რომ პარაფსიქოლოგიის სამეცნიერო და კვლევითი უნივერსიტეტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში საკმაოდ აპრობირებულია და რომელიც მე, სხვათაშორის, წითელ დიპლომზე მაქვს დამთავრებული და ამის დამადასტურებელი ფაქტი დიპლომების გარდა ჩემი 40.000 პაციენტია."
"მაგ. ქ-ნი ეთერ კაკულია რომელსაც თურმე ჩემი საქმიანობის არ სწამს." :))
"ნორმალურ ქვეყანაში თაღლითი და ფულის გამომძალვევი ადამიანი, რომელსაც თქვენი სიტყვებით დიდი ქონება გააჩნდა, საკუთარ ბინას და ავტომობილებს ბანკის სესხით არ შეიძენდა და მერე არ გაყიდდა। როდესაც საკუთარ ქვეყანაში ახალგაზრდა მეცნიერს სამჯერ გაიტაცებენ, ორჯერ მოსტაცებენ შვილს და ერთხელ მოწამლავენ-დამეთანხმება მკითხველი, რომ ასეთი ადამიანი ყოველთვის ეძებს გამოსავალს და ისეთ ქვეყანას, სადაც მისი ნიჭი სათანადოდ დაფასდება." (შენიშვნა: თავის თავზე ამბობს)
"კლასიკური მედიცინის მუშაკზე გაიცემა ჯანდაცვის სამინისტროს ლიცენზია. არატრადიციული მედიცინა კი, რასაც პარაფსიქოლოგია ქვია, ლიცენზიას გასცემს საქართველოში, კერძოდ თბილისში ჭავჭავაძის I-ჩიხი #6 –ში არსებული დეპარტამენტის საპატენტო რეესტრის სექტორის უფროსი თ. ნანიკაშვილი, რომლის სახელწოდებაა - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი,, როგორც ერთადერთი დამაარსებელი პარაფსიქოლოგიური ცენტრის ამიერკავკასიაში, როგორც ბიო-ენერგეტიკოსი და ხომერიკის სკოლის ერთ-ერთი კურსდამთავრებული, გაცემულია ჩემზე ეს ლიცენზია."
პასუხი სრულიად შეგიძლიათ და აუცილებლად უნდა წაიკითხოთ აქ:
ირაკლი ლომაია "კვირის პალიტრას" სასამართლოში უჩივის
-----
ვინც ჯერ არ იცით ვინ არის ირაკლი ლომაია, შეგიძლიათ ესტუმროთ მის ვებ-საიტს:
http://lomaia.com/
ხოლო აქ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ზემოთნახსენები მეცნიერული ნაშრომი "სიცოცხლის წყურვილით" სულ რაღაც 65 დოლარად.
---------
რომ ეს არ არის გამოგონილი ისტორიები, ეს არ არის გამოგონილი ბლოგი,
ეს ბლოგი თქვენი რეალობის, თქვენი სამყაროს, თქვენი თვალების სარკეა.
დარჩით ჩვენთან
თუ გავიწყდებათ სად ცხოვრობთ :)
Автор: Offline Network на 16:31 7 коммент.
Ярлыки: კვირის პალიტრა, სკანდალი, ქართული პარაფსიქოლოგია, ქართული ტრეში
суббота, 19 сентября 2009 г.
66-ე სახლი - სრულმეტრაჟიანი "უჟასი"
"ბოლკო სტუდიოს" მიერ გადაღებული გენიალური თრეშ-ჰორორ ფილმი (როგორც თვითონ სურათის შემქმნელები ეძახიან - "უჟასი") დამაინტრიგებელი სათაურით:
66-ე სახლი.
ფილმი მოგვითხრობს საშინელ ისტორიას მწერალზე, რომელიც პოემაზე მუშაობს (?) და ჭირდება განმარტოება სოფელში. ის იქირავებს სახლს რომლის ნომერია სამოცდაექვსი. სახლში შესვლამდე მწერალ იაკობს უცნაური სოფლელი ბიჭი გააფრთხილებს რომ ვინც იმ სახლში შედის - უკან აღარ გამოდის, თუმცა განათლებულ ქალაქელ მწერალ იაკობს არ ჯერა სოფლის ცრურწმენების და თავდაჯერებული ნაბიჯით შედის კოშმარულ სახლში...
დროში და განზომილებებში მოგზაურობა, ადამიანური ფსიქიკის ბნელი კუთხეები, გადატენილი იარაღი, თავსატეხი ქვესტები, მუტანტები და ვინმე ბნელი მაგის - პანუვრუსის ჯოჯოხეთური არმია - ყველა ეს მოვლენა ერთ ნახევარსაათიან ქართულ ფილმში.
Enjoy with pleasure
66 saxLi from nanulicha on Vimeo.
Автор: Offline Network на 05:06 1 коммент.
Ярлыки: ბოლკო სტუდიო, თრეში, უჟასი, ქართული თრეშის ანთოლოგია, ჰორორი
четверг, 28 мая 2009 г.
კაი ბიჭი გამოძახებით !!
ახალი ქართული უნიკალური სერვერი
"დიდუბე: კაი ბიჭი გამოძახებით".
მადლობა ლინკისთვის დოდკას
http://didu.myweb.ge/index.php
18 კაციანი სასტავი 210 ლარი
20 კაციანი სასტავი 280 ლარი
24 კაციანი სასტავი 320 ლარი
32 კაციანი სასტავი 420 ლარი
გლდანის სასტავი
18 კაციანი სასტავი 180 ლარი
20 კაციანი სასტავი 200 ლარი
24 კაციანი სასტავი 240 ლარი
32 კაციანი სასტავი 300 ლარი
Автор: Offline Network на 14:17 3 коммент.





