პირდაპირ ვაკოპირებთ:
გორის ზოოპარკის დათვი დაკლეს და ჭამეს
ავტორი: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი . თარიღი: January 13th, 2012 08:52 PM |ახალი ამბები, გორიგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური მხოლოდ ერთი დათვის შესახებ ფლობს ინფორმაცას. ნათია ხაჩიურის თქმით, ე.წ. ,,ახალბაღის” ზოოპარკში დათვის ადგილი არ იყო და ის ახალციხის ზოოპარკში გაგზავნეს. ჩვენს კითხვაზე, რა ბედი ეწია მეორე დათვს, ნათია ხაჩიურმა გვითხრა, რომ ადრე პატარა დათვი ჰყავდათ და ,,ისიც მგონი ახალციხის ზოოპარკში გაგზავნეს. სხვა ინფორმაცია არ მაქვს” – ასკვნის პრესსამსახური.
2010 წელს გორის ზოოპარკის მშენებლობისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დაიხარჯა.
ამჯერად, გორის ზოოპარკში არწივია შემორჩენილი და, როგორც დამთვალიერებლები ამჩნევენ, დიდი დღე არ უწერია.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი
წყარო: http://qartli.ge/web/2800#.TxGidx1jJkU.facebook