воскресенье, 13 ноября 2011 г.

კვერცხები რედისონის ეზოში





ეს ინსტალაცია [ძეგლი?] დაიდგა ჩვენს საყვარელ ქალაქ ბათუმში, სასტუმრო რედისონის წინ.
ავტორის კონცეფციას არ ვიცნობთ, მაგრამ ჩვენი ვარაუდით ეს არის ქართული წარმოების ტანკი.
კვერცხებზე ამხედრებული შლოპანცი -- ტრანსპორტი გარდამავალი აწმყოდან FUuu-ტურისტული ნეონების მომავალში.


ამის გარდა კვერცხები თავის დროზე შესაძლებელია წითლად შეიღებოს და ფლოსტები საახალწლო მინი-კონცერტის სცენადაც გამოდგება.
პლიუს კვერცხები მინიშნებაა -- პოტენციალურზე. იმაზე რაზეც "ორსულად" ვართ და რაც უნდა გაჩნდეს. არის ვარაუდები რომ ინსტალაცია მოძრავია და ერთ დღესაც კვერცხები დატყდებიან და იქიდან გამოიჩეკებიან ახალი ინსტალაციები. და ასე უსასრულოდ.

პ.ს. ხულიგნებისთვის:
კვერცხები კაი პლატფორმაა გრაფიტი ბომბებისთვის. მთავარია: don't let them to catch you!


ჩვენი ბლოგის სხვა მკითხველებს კი მოგმართავთ თხოვნით -- როცა ბათუმში მოხვდებით -- გადაიღეთ ფოტოები ამ სკულპტურასთან და გამოგვიგზავნეთ.

Never Forgive, Never Forget

1 коммент.:

ana комментирует...

ადმინისტრაციას მივმართავ წაშალოს მთავარზე რა ფოტოც დევს ეგ ფოტო არის მიცვალებულის რომელიც ჩემს ოჯახის წევრს ეკუთვნის წინააღმდეგ შემთხვევაში გადავცემ ამ საიტს პოლიციას და ისნი დაგიკავშირდებიან და შეიქმნით პრობლემებს