пятница, 8 мая 2009 г.

კაი სადღეგრძელო ბოლომდე შეყვანის შესახებ







ქვემოთ მომყავს გამოსვლის ტექსტი მინიმალური შენიშვნებით, რომლებიც ფრჩხილებში იქნება ჩასმული, კარგად დაუკვირდით აზრის განვითარებას, ჟესტებს, გრამატიკულ წყობას და მორალურ შეფასებებს და ეპითეტებს

text:
გამარჯობათ. ხშირად ვფიქრობ რომ ეგება მე არ მესმის რაღაცეები ბევრი საკითხის გამო. ხშირად ვფიქრობ იმას რომ ეგება მარტო გარკვეულ საზოგადოების ნაწილს არ ესმის რაღაცეები ბევრი საკითხის გამო, მაგალითად თქვენ – არ გესმით რაღაცეები. ხშირად ვფიქრობ იმ ხალხს ვინც თანაგვიგრძნობს შიგნითაც და გარეთაც – არც იმათ ესმით რაღაცეები. მარაა ვერ გავიგე ერთი რამე რო – კარგი ჩვენ არ გვესმის და მოდი იმ ხალხზე ვიმსჯელოთ ვისაც ვითომ ესმის. ეხლა გუშინდელი (პაუზა) ძალადობის შეფასება ხელისუფლების მხრიდან რომ ეს იყო (პაუზა) საზოგადოების დიდი ემოცია და აღტკინება – შეიძლება მოინათლოს როგორც ძალადობა? იმდროს როდესაც 15 წლის ბავშვს ემუქრები გაუპატიურებით. მე.. მაშინ დაქცეულა საქართველო და.. აღარც ისტორია გვქონია და აღარც მომავალი. ესეიგი რა ხდება ხალხო.. შეიძლება კაცოუ სპეცნაზი ყვიროდეს “მიშა”, “მიშას” და ხალხი ყვიროდეს “საქართველო” “საა”.. რომელ ქვეყანაში, ერთი ფაშიზმი ვიცი, ვიცოდი ეგეთი ჰაი ჰაი გიტლერ. ეს ვიცი, მე არვიცი კიდე სად ყვიროდნენ ესე. როდესაც პოლიცია (პაუზა) პოლიტიკურია, მარა.. ეხა.. ის კი ძალიან მაგრად მესმის რა, აი ძალიან მაგრად, რომ საქართველოსთვის თავდადება საქართველოსთვის სისხლის დაღვრა, საქართველოსთვის არდაღრა – ეს არის ჩვენი ყველთაგანის უზენაესი ცხოვრების წესი და ჩვენი ყყველთაგა..ყყველ..ყველთაგანის ამოცანა! ამას ჩვენ გავაკეთებთ, ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, იმიტორო ჩემი პატივია, (საჩვენებელი თითი თავის სხეულზე) ჩემი პატივია თქვენი სიყვარული(საჩვენებელი თითი ხალხისკენ) , ჩემი პატივია ამ ბავშვების გამოშვება (საჩვენებელი თითი დაბლა იხრება), ჩემი პატივია, ჩემი პატივია ჩვენ რომ ასეთი დიდი უწმინდესი გვყავს (სამი თითის ბრუნვა საფეთქელთან), ჩემი პატივია უდებნიერესი კაცი ვარ მე (საჩევენებელი თითი მაღლა იწევს) რო ვარ საქართველოს მოქალაქე (თვალები შტერდება, თითი ზევით), მე ვარ ქართველი და მე ვარ – ჩვენი ქვეყნის მოსიყვარულე (მოკლედ გაშლილი ხელები ხელისგულებით სახისკენ, დარდიმანდული პოზა), ისევე როგორც თქვენ, ამიტომ ეს ბრძოლა გაგრძელდება, გაგრძელდება(ტაში დაიწყო) სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და ნურავის გონია რო რისიც მათ ეშინიათ იმის გვეშინია ჩვენ. მე მეშინია იმის რომ ვერ ვემსახურო ჩემს სამშობლოს, ვერ გიყუროთ თქვენ თვალებში, სხვისი არაფრის არ მეშინია (თითების მოძრაობით ადასტურებს), მე მეშინია იმ სახელის რომელსაც მე ჩემს სამარეში წავიღებ, როცა მოვა ჩემი შვილიშვილი, იმისი შვილთაშვილი და იტყვის: აი კაცი, რომელიც დღეადაღამ ზრუნავდა იმაზე რომ აქ რომ მოვიდოდი რა უნდა მეთქო (?) და არა სხვა დანარჩენზე. ამიტომ აი ამ ჩვენს სახელს, ჩვენს სამშობლოს სიყვარულს, ჩვენი სამშობლოსათვის თავდადებას გაუმარჯოს. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არ დავიღლები, ბოლომდე შევიყვან სანამ სისხლი მიდურს ბოლომდე შევიყვან!! დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

----------------------------


გამოაგზავნე შენი დაკვირვებები ან შენიშვნები ან საინტერესო მასალები.
დაეხმარე ქართული ტრეშის ანთოილოგიას.

2 коммент.:

Alexander комментирует...

აუ გეუბნებით რა, ძალიან მაგარი გაზაფხულია, სისხლი კი არ დუღს, გადადუღს და ჭურჭელში არ ეტევა და არა მარტო სისხლი, სხვა სითხეები, რომელსაც გამოყოფს რუს ქალებს დანატრებული ქართული მამრობითი საზოგადოება, ხოდა შეყვანის პრობლემები რომ არის ქვეყანაში, იმიტომაც ხდება ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ. მომეწონა ბლოგის მეინ პიკი :) და ნუ გვნატრებ თავს, ცოტა ხშირად აფდეით რაა :)

alex комментирует...

ლევან კი არ შეიყვანო, შენ თვითონ შედი...
როგორც ნამდვილი ... (რა?)