пятница, 13 марта 2009 г.

არ გვინდა ერთი საოცრება გამოვტოვოთ

...არ გვინდა ერთი საოცრება გამოვტოვოთ, მის შემოქმედებაში გამოცანად რომ ქცეულა. საკონკურსოდ თამარ მეფის ძეგლის სამაგიდო ქანდაკებას ქმნიდა. გამოწვის დროს ძეგლი სამ ნაწილად დააცალკევა. ორი ნაწილი მშვენივრად გამოიწვა, ზემო ნაწილი კი... მკერდის მარცხენა მხარე - იქ, სადაც გული უნდა ყოფილიყო, რამდენჯერმე გასკდა. ერთ-ერთ უხუცეს სამღვდელო პირს გაანდო თავისი გასაჭირი.
- ”თხუთმეტ წელზე მეტია, საქართველო ინგრევა, ერი გადაგვარების პირასაა მისული, გამრავლდნენ ფარისევლები... თამარ მეფე კი თავისი ერის დედაც არის და თავისი ქვეყნის ჭირისუფალიც... ის მარტო მეფე კი არა, წმინდანიც არის! არსებობს ბუნებაში საოცრებანი! მაგრამ მე საოცრებად არ მეჩვენება შენი გასაჭირი! ქვეყნის ამდენი უბედურების შემყურეს თამარ მეფესაც გაუსკდებოდა გული, აბა რა მოუვიდოდა! გააგრძელე შენი საქმე, წმინდა საქმეს შესდგომიხარ და ბოლოს მაინც გამოგივა ჩანაფიქრი!”
მართლაც, ერთ-ერთი ცდის დროს ”შეიბრალა” წმინდა მეფექალმა ღვთის რჩეული მხატვარი - ქანდაკება შესანიშნავი გამოვიდა!"...

PRESSA.GE

2 коммент.:

Alexander комментирует...

მდა... ცოტა დავიბენი... კიდევ ბევრია ასეთი სასწაულები? :)

alex комментирует...

მე სტალინზეც ვიცი :):):)