четверг, 19 марта 2009 г.

Georgian Viagra



ქერა:
ბიჭი შემიყვარდა მაგრამ ვაჟიშვილია
????? ჩემი სითბო და ნუგეში
კიდევაც რომ მოვეფერე, მოვეალერსე
მაგრამ ვერ აღვმოჩნდი მე მის უბეშI.

შავგთმიანი:
მასზე ფიქრმა და ნაღველმა გადამიყოლა
კინაღამ რო მოკვდა და მეც თან ჩამიყოლა
ჩემი ყველა საიდუმლო დააპრიკოლა
მე გულს მივუძღვნი როგორც სუვენირს.

მისამღერი:
შენს ლოდინშI გავიდა რამდენი ღამე
ჩემთან ხარ და მე მაინც მენატრები
მომეფერე გთხოვ იმოქმედე ამ ღამეს
ბოლოს გეტყვი: სდექ! სდექ! სდექ! (2ჯერ)

შავთმიანი:
ყელშI ამომივიდა შენი ვაჟიშვილობა
საზღვარი აქვს რომ იცოდე მოთმინებას
ქერა:
შენს ლოდინშI გავიდა ღამე ყოველი
მე შენს დაძახილს აღარ მოველი.

მისამღერი:
შენს ლოდინშI გავიდა რამდენი ღამე
ჩემთან ხარ და მე მაინც მენატრები
მომეფერე გთხოვ იმოქმედე ამ ღამეს
ბოლოს გეტყვი: სდექ! სდექ! სდექ!

ოუ სდექ! სდექ! სდექ!
ოუ, ოუ სდექ! სდექ! სდექ!

ხმა სიმღერის ბოლოს:
კავშირგაბმულობის კომპანია გატყობინებთ, რომ დროულად დაფაროთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ტელეფონი გაითიშება.
-----------------------------------------------

ვიაგრას ვოკალისტკა ფარულ კამერაში სრული სერიოზულობით ლაპარაკობს კლიპის ესთეტიკურ მხარეებზე, იმაზე რომ "ქორეოგრაფი არ არსებობს" და ძალიან საინტერესოდ მიმოიხილავს ქართველი ვაჟიშვილების პრობლემატიკას






------------
ძაან ძველია, მაგრამ იდოს, არქივია მაინც, ანთოლოგია.
ჰოდა რაც შეეხება სხვა მასალებს, მასალები ძაან ბევრია, იმდენად ბევრი და ისეთი ფანტასტიკური რომ ვერაფრით ვერ ვუჯდები რომ დავამუშავო და სისტემაში მოვიყვანო. თან დროც ცოტა მრჩება ხოლმე: რეპეტიციები, ლეიბლი, ფონდი...

უახლოს პერიოდში შევეცდები ნელნელა მაინც დავალაგო.
ასე რომ sorry ნაკლებპროდუქტიულობისთვის.

пятница, 13 марта 2009 г.

მგლების მოკვლაზე ნებართვა გაცემულია

მგლების მოკვლაზე ნებართვა გაცემულია. ეს ჯერჯერობით მხოლოდ სოფელ გლდანს ეხება. სხვაგან კი მტაცებლების განადგურება შესაძლებელია მაშინ, როცა ისინი თავს ესხმიან ადამიანებს და მათ ქონებას.



როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივ რესურსების სამინისტროში აცხადებენ, სამინისტრომ დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე სოფელ გლდანის ტერიტორიიდან სამი მგლის განადგურების გადაწყვეტილება მიიღო.

pressa.ge

არ გვინდა ერთი საოცრება გამოვტოვოთ

...არ გვინდა ერთი საოცრება გამოვტოვოთ, მის შემოქმედებაში გამოცანად რომ ქცეულა. საკონკურსოდ თამარ მეფის ძეგლის სამაგიდო ქანდაკებას ქმნიდა. გამოწვის დროს ძეგლი სამ ნაწილად დააცალკევა. ორი ნაწილი მშვენივრად გამოიწვა, ზემო ნაწილი კი... მკერდის მარცხენა მხარე - იქ, სადაც გული უნდა ყოფილიყო, რამდენჯერმე გასკდა. ერთ-ერთ უხუცეს სამღვდელო პირს გაანდო თავისი გასაჭირი.
- ”თხუთმეტ წელზე მეტია, საქართველო ინგრევა, ერი გადაგვარების პირასაა მისული, გამრავლდნენ ფარისევლები... თამარ მეფე კი თავისი ერის დედაც არის და თავისი ქვეყნის ჭირისუფალიც... ის მარტო მეფე კი არა, წმინდანიც არის! არსებობს ბუნებაში საოცრებანი! მაგრამ მე საოცრებად არ მეჩვენება შენი გასაჭირი! ქვეყნის ამდენი უბედურების შემყურეს თამარ მეფესაც გაუსკდებოდა გული, აბა რა მოუვიდოდა! გააგრძელე შენი საქმე, წმინდა საქმეს შესდგომიხარ და ბოლოს მაინც გამოგივა ჩანაფიქრი!”
მართლაც, ერთ-ერთი ცდის დროს ”შეიბრალა” წმინდა მეფექალმა ღვთის რჩეული მხატვარი - ქანდაკება შესანიშნავი გამოვიდა!"...

PRESSA.GE